понедельник, 5 июля 2010 г.

ყველაფერი ინგლისზე



   

პროექტის სახელი:   ყველაფერი  ინგლისზე

დევიზი:    ვინც  ლონდონისაგან   დაიღლება,    დაღლილია   ცხოვრებისაგან. 

პროექტის   მოკლე აღწერა:  ყველაფერი  ინგლისის შესახებ

       პროექტის  სრული აღწერა: მოცემული თემა  შევარჩიეთ    ერთად,    დისკუსიის  შედეგად,  ბავშვებმა იმსჯელეს   და გადაწყვიტეს    ინგლისის შესახებ     თემის  დამუშავება  რადგან  ეს ქვეყანა   ყველაზე ახლოს  დგას  ჩვენს საგანთან.   ჩემს მიერ დასმულ   შეკითხვაზე   თუ  რომელი ადგილის   და  რის  დათვალიერებას  ისურვებდნენ  ისინი   უმრავლესობამ   უპასუხა  მადამ ტიუსოს  მუზეუმი     და   კემბრიჯის უნივერსიტეტი. აქედან  გამომდინარე  შევარჩიეთ  ინგლისი.

       თემის არჩევის შემდეგ    ჯგუფი  დავყავი  ოთხ  ჯგუფად:  პირველ  ჯგუფს  დაევალა   ინგლისის  ისტორიისა ( თუ ვის მიერ  დაარსდა  ინგლისი,  როგორ  მოხდა  მისი დაარსება)     და  მისი  ადგილმდებარეობის ( მისი  ამჟამინდელი  მდებარეობა,  თუ ვინ არიან მისი  მეზობლები) მონაცემების  შეგროვება. 

          მეორე ჯგუფს    დაევალა   ღირშესანიშნაობებისა (  ბუკინგემის სასახლე, ბიგ ბენი,  მადამ ტიუსოს მუზეუმი,  ვესტმინსტერის  სააბატო,  უნივერსიტეტები  და სხვა)  და  ინგლისის  კულტურის  (მათი  ტრადიციები,  ს აზოგადო მოღვაწეები)  შესახებ  ინფორმაციის   მოძიება, 

       მესამე  ჯგუფს     დაევალა      ინფორმაციის  მოძიება   ცნობილ  ინგლისელ  მწერლებზე (ბაირონი,    დანიელ დეფო, ჯონატან სვიფტი,  ბერნარდ შოუ).  მოიძიონ     სლაიდები.

     ამის  შემდეგ   შევარჩევთ   ერთ   დღეს  სადაც     ყველა  ჯგუფი გააკეთებს    პრეზენტაციას.

შემდეგ  სამივე   ჯგუფი ემზადება      პროექტის   წარდგენისთვის.     

მონაწილეთა ასაკი:  14–15 წელი VIII-IX კლასი

ვადები/ხანგრძლივობა:  2 თვე

სამუშაო  ენა:  ქართული

საგნებთან   კავშირი:   ქართული,  ისტორია, გეოგრაფია,  ინგლისური

პროექტის  ვებ გვერდი/ბლოგი   teakharchilava.blogspot.com

 

                                                                                                          

Комментариев нет:

Отправить комментарий